ნამარხი ორგანიზმები

ვიდეო "ნამარხი ორგანიზმები" წარმოადგენს  ბუნებისმეტყველების სასწავლო რესურსს, ადაპტირებულია 5-ე კლასისათვის,    დართული აქვს სუბტიტრები ქართულ ენაზე .  ვიდეო დაეხმარება მასწავლებელს სასწავლო პროცესში. 



დინოზავრების ველი - ,,პალეონტოლოგების სამოთხე“ ასე უწოდებენ ამ ქვიშიან ტერიტორიას მეცნიერები.
 მფრინავი დინოზავრის ჩონჩხი და დინოზავრის კვერცხი, სწორედ აქ აღმოაჩინეს პირველად 20 საუკუნის დასაწყისში.
მსოფლიოში აღმოჩენილი ყველაზე ძველი დინოზავრის ჩონჩხი 230 000 000 წლითაა დათარიღებული.
ამ პერიოდში კონტინენტები ჯერ კიდევ არ იყო დაშორებული ერთმანეთს. მათი გამცალკევება მოგვიანებით მოხდა.
 ამიტომ ერთი სახეობის ორგანიზმების ნამარხებს სხვადასხვა კონტინენტებზე ვხვდებით.
დინოზავრებმა გადაშენება 75 000 000 წლის წინ დაიწყეს. მათგან მხოლოდ განამარხებული ნაშთები შემოგვრჩა.
თქვენ ახლა მსოფლიოში აღმოჩენილ პირველ დინოზავრის კვერცხს უყურებთ. მეცნიერებმა კვერცხის კვლევისას მასში ჩანასახის ნაშთის აღდგენა შეძლეს.
კვერცხებთან ერთად აღმოჩნდა დინოზავრის ჩონჩხი, რომლის მსგავსი მანამდე არავის ენახა.
 დინოზავრი რომელსაც ფრენა შეეძლო. ეს ორი უდიდესი აღმოჩენა მეცნიერებისათვის ნამდვილი გადატრიალება იყო.
 რამდენიმე ხნის შემდეგ ამ ფაქტებზე დაყრდნობით დამტკიცდა, რომ დინოზავრი ყველა ფრინველის წინაპარია.
პალეონტოლოგები ახალ ნამარხებს ეძებენ, ცდილობენ გაარკვიონ კიდევ რა საიდუმლოს ინახავს „დინოზავრების ველი“.
მათ ორ, ერთად გვერდი-გვერდ განამარხებულ ჩონჩხს მიაკვლიეს. ძალიან დიდი და მძიმე სამუშაო ელით, რომ ნამარხი არ დაზიანდეს.
აღმოჩენილ ნამარხებს პირობითად „რომეო და ჯულიეტა“ უწოდეს. ზუსტად იციან, რომ აქ დედალი და მამალი დინოზავრების ჩონჩხს მიაკვლიეს.
ასე გამოიყურებოდნენ ისინი მილიონობით წლების წინ.
ერთად ნადირობდნენ, იცავდნენ ერთმანეთს საფრთხის დროს.
დედალი დინოზავრი ბუდეში, კვერცხებზე იჯდა, ელოდა მათ გამოჩეკას.
მამალს სავარაუდოდ მისთვის საკვები მიჰქონდა, სხვა ფრინველების მსგავსად.
დედა კი ბუდეს არ ტოვებდა. უცნობია მათი ერთად დაღუპვის მიზეზი.
პალეონტოლოგები ნამარხებს გასამგზავრებლად ამზადებენ. თაბაშირით ამუშავებენ, უსაფრთხო მგზავრობისათვის.
ნამარხებმა გრძელი გზა უნდა გაიარონ ნიუ იორკის ისტორიის მუზეუმამდე.
პირველად დედალი დინოზავრის - „ჯულიეტას“ ნამარხს დაამუშავებენ.წინ. ეს სპეციალურ ცოდნას და გამოცდილებას საჭიროებს.
ძალიან ფრთხილი და დროში გაწელილი სამუშაო ელით წინ.
რამდენიმე კვირის დაძაბული შრომის შედეგი ასეთია. „ჯულიეტას“ გაქვავებული ჩონჩხი მთლიანობაში ასე გამოიყურება.

Comments